ჩემი კვლევითი ჯგუფის სამეცნიერო და საინჟინრო საქმიანობის ინტერესთა სფეროს წარმოადგენს:
- SCADA და IoT სისტემების ეფექტურობის ამაღლების საკითხები.
- ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები მაშტაბურ სისტემებში.
- მრავალფუნქციურობის პრინციპების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები.
- ბიზნეს–პროცესების ავტომატიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიები.
- ადამიანი–კომპიუტერის ინტერფესის ეფექტურობის ამაღლების საკითხები.
- დისტანციური საინჟინრო სწავლების ტექნოლოგიები.
ჯგუფი მუშაობს ცოდნის სამკუთხედის: „განათლება–კვლევა–ინოვაციები“ პრინციპებზე დაყრდნობით. კვლევითი სამუშაოების უმეტესობა მთავრდება ინოვაციური საინჟინრო პროდუქტის განხორციელებით და დანერგვით. მიღებული შედეგები უმეტეს შემთხვევაში პატენტუნარიანიაა. ნაწილი შედეგებისა ინერგება ასევე სასწავლო პროცესში ლაბორატორიებისა და სასწავლო–კვლევითი პოლიგონის სახით. სამუშაოების ყველა ეტაპზე მონაწილეობენ სამივე საფეხურის სტუდენტები.
მნიშვნელოვანი შედეგები გაგვაჩნია:
- ბიომეტრიულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი ინოვაციური ინფორმაციული სისტემების სინთეზის მეთოდებში და საინჟინრო გადაწყვეტებში, მათ შორის მაშტაბური საარჩევნო და საგანმანათლებლო სისტემები.
- მაღალი წარმადობის და საიმედოობის SCADA და IoT სისტემების სინთეზის მეთოდებში, განსაკუთრებით ენერგეტიკის დარგის მიმართულებით.
- ბიზნეს–პროცესების მართვის მომხმარებელზე ორიენტირებული ინფორმაციული სისტემების სინთეზის მეთოდებში.
- მაშტაბური ბიომეტრიული სისტემების არქიტექტურა და ეფექტურობის ამაღლების საკითხები
- მრავალფუნქციურობის პრინციპების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები.
- ბიზნეს–პროცესების ავტომატიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიები.
- ადამიანი–კომპიუტერის ინტერფესის ეფექტურობის ამაღლების საკითხები.
- SCADA და IoT სისტემების არქიტექტურა და ეფექტურობის ამაღლების საკითხები.
- დისტანციური საინჟინრო სწავლების ტექნოლოგიები.