ჩემი სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია ავტომობილების ხანგამძლეობისა და ეკოლოგური უსაფრთხოების ამაღლება. მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ვმუშაობ ახალი თაობის, ამორფული ნახშირბადის ნანონაწილაკების შემცველი საავტომობილო სატრანსმისიო ზეთების შემუშავების, გამოცდისა და დანერგვის საკითხებზე. კვლევის შედეგად დამუშავებულია სატრანსმისიო ზეთის ოპტიმალური შემადგენლობა, რომელიც ხასიათდება მაღალი საექსპლუატაციო თვისებებით, უზრუნველყოფს ავტომობილის მუშაობას გარემოს ფართო ტემპერატურულ ზღვრებში, განსაკუთრებით ეფექტიანია სხვა ზეთებთან შედარებით დაბალტემპერატურულ პირობებში; ამცირებს ავტომობილის დეტალების ცვეთას და საწვავის ხარჯს. ჩემთვის, როგორც მკვლევარისათვის, განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიული იყო "კამაზ"-ის საავტომობილო ქარხანაში და იაკუტიაში საცდელი ზეთების ფართომასშტაბიანი და უნიკალური გამოცდების ჩატარება.
ჩემი საყვარელი სასწავლო კურსია "საექსპლუატაციო მასალები".
ვხელმძღვანელობ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
- ტრიბოლოგია
- ეკოლოგია
- სატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკური მოწყობილობები
- საწვავ-შემზეთი მასალები