1972 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინჟინერ გეოლოგ-გეოფიზიკოსის სპეციალობით, 1983 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. 1972-1977 წწ. ვიყავი გეოფიზიკური მეთოდებით არქეოლოგიური ძეგლების კვლევის ექსპედიციის ხელმძღვანელი.

1985 წლიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თანამშრომელი. 1985-92 წწ. ნავთობისა და გაზის საბადოების ძიების და დამუშავების კათედრის დოცენტი, 1992-2009 წწ. აღნიშნული კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი, 2009 წლიდან სრული პროფესორი.

ჩემი ძირითადი სამეცნიერო მიმართულებაა ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიება გეოფიზიკური მეთოდებით, გამოქვეყნებული მაქვს 55 სამეცნიერო შრომა და ორი სახელმძღვანელო.

2005-2007 წწ. ვიყავი გაზის საერთაშორისო კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2009 წლიდან ვარ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

2018 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ–ს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო "აკრედიტაციის ცენტრი"–ს ექსპერტი.

2012–2020 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.

2021 წლის სექტემბრიდან სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი

სამეცნიერო ინტერესები
  • სასარგებლო წიაღისეულის ძიება კვლევის გეოფიზიკური მთოდებით, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების კვლევა გეოფიზიკური მეთოდებით მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია