ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ბიზნესის აკადემიის აკადემიკოსი. გამოქვეყნებული მაქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მენეჯმენტის საფუძვლების, საინოვაციო და საინვესტიციო მენეჯმენტის, მცირე და საშუალო ბიზნესის და პერსონალის მართვის აქტუალურ პრობლემებზე. თანაავტორი ვარ სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების.
ვკითხულობდი ლექციების კურსს საგნებში: პროექტების მენეჯმენტი, თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიები, ბიზნეს პროექტების მენეჯმენტი. 1999 წლიდან მუშაობა დავიწყე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამჟამად ვარ სტუ ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი მაქვს მრავალი სატრენინგო კურსი.
მყავს სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
- პროექტების მენეჯმენტი, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვა, პერსონალის მართვა, სერვის მენეჯმენტი, სწავლების თანამედროვე მეტოდები, კონფლიქტების მართვის ეკონომიკური მეთოდები