მე ლელა გერგეშელიძე ეროვნებით ქართველი დავიბადე ქ. თბილისში 1977 წლის 12 იანვარს.
1994 წელს ჩავაბარე სტუ-ს მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის, ტყავის ნაკეთობათა მოდელირებისა და ტექნოლოგიის სპეციალობაზე და დავამთავრე 1998 წელს, მომენიჭა ბაკალავრის ხარისხი, ტყავის ნაკეთობათა ინჟინერ-მოდელიორ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.
1999 წელს ჩავაბარე სტუ-ს მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის, მსუბუქი მრეწველობის მოდელირება და ტექნოლოგიის სპეციალობაზე და დავამთავრე 2001 წელს, მომენიჭა მაგისტრის ხარისხი და ინჟინერ-მოდელიორ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.
2008 წელს ჩავაბარე სტუ-ს. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე და დავამთავრე 2012 წელს, მომენიჭა მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2001 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამჟამად ვარ სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი.
- კვლევით ინტერესს წარმოადგენს: ფეხსაცმლის წარმოებაში გამოყენებული მასალების კვლევა და მათი რაციონალური გამოყენება.