საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დავიბადე 1966 წელს - დედა - ლილი ძლიერიშვილი, მამა-თეიმურაზ ჩაჩავა. დავამთავრე ქ.თბილისის 77-ე საშ.სკოლა და ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე წითელი დიპლომით. ვიმუშავე ქ.თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუში - თბილზნიიეპში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე ავტომატიზირებული სისტემების განყოფილებაში. შემდეგ არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 1995 წლიდან გავაგრძელე მუშაობა კერძო კომპანიაში "ემ-ენ პროექტი", 1997 წელს ასოციაცია "ინჟინრულ აზრში" არქიტექტორად. პარალელურად 1999 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული ცენტრის თანამშრომლის პოზიციაზე და სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში მეცნიერ-კორესპონდენტის სტატუსით. წლების განმავლობაში ვიყავი საქართველოს საინჟინრო გეოლოგიისა და სეისმომედეგობის ეროვნული ცენტრის გენერალური მდივანი, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო და პროფესიულ პროგრამებში, რომელიც დაკავშირებული იყო ურბანული ტერიტორიის უსაფრთხოებისა და სეისმური რისკის კვლევის საკითხებთან. 2004 წლიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ვარ რამდენიმე საერთაშორისო არქიტექტურული საზაფხულო სკოლისა და ვორქშოპის ორგანიზატორი. ჩემი ძირითადი ინტერესისა და კვლევის სფეროებია: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არქიტექტურასა და ქალაქთმშენებლობაში, ურბანული ტერიტორიის სეისმური რისკის კვლევის საკითხები რეკონსტრუქციასა და ისტორიული ცენტრის რევიტალიზაციის პროცესში, თანამედროვე არქიტექტურულ-საინჟინრო პროგრამების სემანტიკა, 3D სკანირებისა და ფოტოგრამეტრიის გამოყენება სარეკონსტრუქციო საქმიანობაში, ურბანული ტერიტორიის მდგრადი განვითარების თავისებურებების კვლევა, ტურიზმი, ონლაინ სწავლება და განათლების ინტერნალიზაციის საკითხები. მყავს ოთხი შვილი და მეუღლე, ჰობის სახით მიყვარს მოგზაურობა, ადამიანებთან ურთიერთობა, სამთო-სათხილამურო სპორტი და ჩოგბურთი.
- ურბანული განვითარება, არქიტექტურა, ტურიზმი, ეკოლოგია, გარემოს დაცვა, მენეჯმენტი
- ტურიზმი
- გარემოს დაცვა
- მენეჯმენტი
- ტერისტეალური სკანირება
- რეკონსტრუქცია
- განათლება
- ლანდშაფტური არქიტექტურა
- მათემატიკური მოდელირება
- ტრანსპორტი
- ეკოლოგია