ჩემი ჯგუფის სამეცნიერო კვლევები ეხება საქართველოში არსებული მცენარეული ზეთოვანი ნედლეულის შესწავლასა და წარმოების მდგომარეობის ყოველმხრივად კრიტიკულ განხილვას. საჭირო გახდა სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება და სიახლეების ძიება, როგორც წარმოებაში ისე ზეთოვანი ნედლეულის გადამუშავებაში. ჩვენს მიერ განხორციელებული სამეცნიერო კვლევები მიმართულია მცირე და უდანაკარგო ტექნოლოგიების შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს მაღალხარისხოვანი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და წარმოების ტექნიკურ-ეკონომიკურ ეფექტურობას. საქართველოში ცხიმოვანი პროდუქტების ხარისხი და უსაფრთხოება ითვლება ცხიმების ინოვაციური მრეწველობის უპირველეს ამოცანად. ამიტომ ჩემი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევები მიმართულია მცენარეული ზეთების წარმოების, სრულყოფისა და ოპტიმიზაციისაკენ. აქედან გამომდინარე ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა მცენარეული ზეთების უფრო ეკონომიური წარმოებებისა და ტექნოლოგიების შექმნა უდანაკარგო და რენტაბელური ტექნოლოგიური პროცესებისა და სხვადასხვა ინოვაციეური საშუალებების გათვალისწინებით. კვლევების ჩასატარებლად ვიყენებთ, ცხიმ-ზეთოვან დარგში გამოყენებულ ანალიზების უახლეს მეთოდებს.

ამის საფუძველზე შექმნილი გვაქვს სწავლების სპეციალური პროგრამები.

სამეცნიერო ინტერესები
  • ცხიმების, ნატურალური ეთერზეთებისა და სინთეზური არომატული პროდუქტების კვლევის მეთოდების დამუშავება და ახალი ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვა.