ნინა არეშიძე – ასისტენტ პროფესორი
ნინა არეშიძე არის სტუ–ს სამშენებლო ფაკულტეტის ა.სოხაძის სახ. სამოქალქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის, გრუნტების მექანიკისა და ფუძე–საძირკვლების ასისტენტ პროფესორი.
ნინა არეშიძემ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, გეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით "ინჟინერ–გეოლოგი".
იმავე წელს დაიწყო მუშაობა უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად საინჟინრო გეოლოგიის ფაკულტეტზე.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა პროფესორ გუგა ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით, თემაზე: "მდ. თეთრი არაგვისა და ქსნის ხეობებში ქსელური ნატანების თვისებების შესახებ".
1993 წლიდან დღემდე ასისტენტ პროფესორი ნინა არეშიძე მუშაობს სამშენებლო ფაკულტეტზე გრუნტების მექანიკისა და ფუძე–საძირკვლების მიმართულებით.
იგი არის 33 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა შორისაა ღია და რესპუბლიკური კონფერენიები, სტუდენტური კონფერენციები და სხვა აქტივობები.
იგი ხელმძღვანელობს მაგისტრანტებს და საკვალიფიკაციო ნაშრომებს მშენებლობის დარგში.
ასისტენტ–პროფესორ ნინა არეშიძეს არ შეუწყვეტია ფუძე–საძირკვლებისა და გრუნტების ფიზიკურ–მექნიკური მახასიათებლების დადგენა რეალურ პირობებში სხვადასხვა რეგიონებში.
იგი აქტიურად არის ჩაბმული ფაკულტეტის მუშაობაში, კერძოდ, 10 წელზე მეტია არის ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი.
ნინა არეშიძე უძღვება შემდეგ სასწავლო კურსებს:
საინჟინრო გეოლოგია გრუნტების მექანიკა;
გრუნტების მექანიკა (მექანიკისა და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი).
- საინჟინრო გეოლოგია
- გრუნტების ფიზიკო-მექანიკური თვისებების კვლევა. გრანულომეტრული მონაცემების, სიმკვრივის, კუმშვადობის, ძვრადობის და სხვა მახასიათებლების კვლევა.
- გრუნტების თვისებების გაუმჯობესების მეთოდების კვლევა.