კობა ილურიძე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. მან 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით (კვალიფიკაცია "ავტომობილები და ტრაქტორები"). ის 1963 წლიდან მუშაობას იწყებს ამავე ინსტიტუტის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე. კათედრაზე გაწევრიანებამდე იგი მუშაობდა სამხედრო ნაწილში 32880 ინჟინერ-ტექნოლოგის თანამდებობაზე. კათედრაზე მუშაობისას ილურიძე დაინტერესდა სივრცითი მუშტა მექანიზმების დინამიკური პროექტირების საკითხებით, რომელიც ასახულია 1968-70 წლების მის სამეცნიერო შრომებში. შემდგომში იგი აგრძელებს მუშაობას კონტაქტური ძაბვების გათვალისწინებით მუშტას ცვეთგამძლე პროფილების განსაზღვრაზე. ეს კვლევები დასრულდა 1978 წელს საკანდიდატო დისერტაციით, აკადემიკოს დ. თავხელიძის ხელმძღვანელობით.
კონფერენციებზე გამოსვლა:
სპი-ს პროფესორ-მასწავლებელთა და წარმოების მუშაკთა სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - 1975,
მანქანა-ავტომატების მექანიზმების გაანგარიშების მეთოდებზე საკავშირო კონფერენცია - 1976.
კ. ილურიძის პუბლიკაცია გამოჩნდა მექანიკის პრობლემებში წამყვან საერთაშორისო ჟურნალში - 2008.
სასწავლო კურსები, რომელსაც იგი უძღვება: მანქანათა თეორია, ტექნიკური მექანიკა, ტექნიკური მექანიკის საფუძვლები.
კ. ილურიძე ყოველთვის მზადაა ელ-ფოსტით გამოხმაურებაზე, თუ რომელიმე სტუდენტს მასთან საუბრის სურვილი ექნება.
- ბოლოდროინდელი ჩემი კვლევები ეხება სასწავლო-მეთოდურ საქმიანობას. ვცდი-ლობ სასწავლო პროცესში დავნერგო ავტომატიზირებული პროგრამირების სისტემები AutoCAD და Autodesk Inventor. ამ სისტემებს შეუძლიათ ტექნიკური პროექტირების ნებისმიერ სფეროში პრაქტიკულად ყველა სახის სამგანზომილებიანი მოდელირებისა და სამხაზველო სამუშაოების შესრულება. 2009 - 2019 წლებში გამოქვეყნებული მეთოდური სახელმძღვანელოებია: 1. საკურსო სამუშაო მექანიზმების თეორიასა და ტექნიკურ მექანიკაში, 2. კომპიუტერული გრაფიკა საკურსო სამუშაოების შესასრულებლად მექანიზმების თეორიასა და ტექნიკურ მექანიკაში, 3. კონსტრუირების საფუძვლები Autodesk Inventor 2015, 4. დეტალების მოდელების აგება და ნახაზების შექმნა Autodesk Inventor სისტემაში.
- 5. კბილანური რედუქტორის დაპროექტება ავტომატიზირებული დაპროექტების სისტემაში Autodesk Inventor.
- 6.მანქანათა ნაწილების დაპროეტება Autodesk Inventor-ის კომპონენტების გენერატორისა და საანგარიშო მოდულების გამოყენებით