მურმან კუბლაშვილი

დავიბადე 1953 წ. 9 მარტს. თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში.აქვე დავამთავრე საშუალო სკოლა 1970 წელს. ამავე წელს ჩავაბარე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დავამთავრე 1975 წელს. მომენიჭა მათემტიკოსის კვალიფიკაცია. ვარ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი. გამოქვეყნებული მაქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. შრომები ძირითადად ეხება სხვადასხვა ტიპის სინგულარული ინტეგრალური განტოლებების, ბზარების ამოცანების და შრედინგერის ტიპის დიფერენციალური განტოლებების რიცხვითი ამოხსნებისათვის მათემატიკური მოდელების შექმნას და მათ კომპიუტერულ რეალიზაციას. მონაწილეობა მაქვს მიღებული რამდენიმე საგრანტო პროექტის დამუშავებაში როგორც მკვლევარსა და ხელმძღვანელს. ვარ ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დეპარტამენტის უფროსი. ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია 4 სადოქტორო დისერტაცია. მონაწილეობა მაქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. ჩემი შრომები დანერგილია ყოფილ საბჭოთა კავშირის მეცნიებისა და ტექნიკის კომიტეტში, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენში“, შპს „ლიბო“ პლუს კომპანია“, სააქციო საზოგადოება „თბილელექტროაპარატი“. მონაწილეობა მაქვს მიღებული საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონალურ პროექტში. ვარ სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის „მშენებლობა“ სარედაქციო კოლეგიისა და რამდენიმე კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

სამეცნიერო ინტერესები
  • მათემატიკური ფიზიკისა და დრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნის ალგორითმების შექნმნა და მათი კომპიუტერული რეალიზაციები