პროგრამული ინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი
დავიბადე 1950 წლის 12 ნოემბერს ქ. თბილისში.
1969 წელს ჩავირიცხე და 1975 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. შრომითი საქმიანობა დავიწყე1965 წლიდან, სამეცნიერო მუშაობა 1975 წლიდან, ხოლო პედაგოგიური მოღვაწეობა 1979 წლიდან დავიწყე. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი თბილისის ხელსაწყოთმშენებლიბისა და ავტომატიზაციის საემცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ამიერკავკასიის გაერთიანებული ენერგოსისტემების სადისპეტჩერო სამმართველოში.
1986 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დავიცავი დისერტაცია თემაზე: „პარალელური ალგორითმების გამოკვლევა და შემუშავება ენერგოგაერთიანების რეჟიმების მართვისათვის“. 1987 წლიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,
ამჟამად, ვმუშაობ კომპიუტერული, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ვებ ტექნოლოგიების საკითხებზე.
მაქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის გამოქვეყნებული მაქვს 12 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო.
- ინფორმაციული და კომპიუტერული ტექნოლოგიები
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები