ნონა ბოლქვაძე

ასოცირებული პროფესორი.


ჩემი სამეცნიერო ინტერესები და შესაბამისად კვლევის სფერო მოიცავს ჰეტეროციკლური კონდენსირებული ნაერთების ქიმიას, კომპლექსური ნაერთების ქიმიასა და ქიმიის ისტორიას. ჩვენი ჯგუფის საკვლევი თემატიკა ახალი კოორდინაციული ნაერთების სინთეზსა და მათი ბიოლოგიური აქტიურობის კვლევას მოიცავს. სხვადასხვა საინტერესო მიმართულებებს შორის ვმონაწილეობ კობალტის ახალი ტიპის კოორდინაციული ნაერთების სინთეზის, ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევასა და ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლაში. ამ ნაერთების ლიგანდები ორგანული ჰეტეროციკლური ნაერთებია.

დაინტერესებული ვარ პედაგოგიკით, ამჯერად, ჩვენი დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობთ, ქიმიის სწავლების მეთოდიკაში, ვმუშაობთ სახელმძღვანელოზე - ქიმიის ტრენაჟორი, რომლის თანდართული ინტერაქტიული დისკი ქიმიის დამოუკიდებლად და ხალისით სწავლების საშუალებას იძლევა.

პერიოდულად, შრომითი ხელშეკრულებებით, ვთანამშრომლობ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან აბიტურიენტების, მასწავლებელთა და ოლიმპიადების მონაწილეთა ნაშრომების გამსწორებლად; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ქიმიის მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილების გარე დამკვირვებლად.

სამეცნიერო ინტერესები
  • კოორდინაციული ნაერთბის ქიმია
  • ჰეტეროციკლურ ნაერთთა ქიმია
  • ქიმიის ისტორია