თამარ ფალავანდიშვილი
ასოცირებული პროფესორი • ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია (ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზა).
ჩვენ ვასწავლით სურსათის და სასურსათო ნედლეულის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში თანამედროვე მიდგომებს, ძირითად ქიმიურ, ბიოლოგიურ და ფიზიკურ საფრთხეებს, მათ ნორმირებასა და ნორმატივების საკანონმდებლო რეგულირებას ევროკავშირსა და საქართველოში. ჩვენი მუშაობის ძირითადი მიზანია ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის საგანთა ჯგუფის გავლის შემდეგ შეიძინონ ღრმა ცოდნა საკვები პროდუქტების ხარისხისა და უვნებლობის სისტემების პრინციპებში, რისკის ანალიზის სისტემებში. ჩვენ, ასევე ვცდილობთ განვავითაროთ მაღალი პასუხისმგებლობით, კომპეტენტურობით, დამოუკიდებელი აზროვნებით, აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისა და სათანადო ლიტერატურის გამოყენების უნარით. სასურსათო პროდუქტების იდენტიფიკაციის ბიოქიმიური ტესტების გამოყენებით, შეძლონ მონაცემების დამოუკიდებლად დამუშავება, სტატისტიკური მეთოდების გამოყენება, შედეგების ვიზუალიზაცია კომპიუტერული პროგრამების და მათემატიკური მეთოდების გამოყენებით, მიღებული შედეგების განზოგადება და ადექვატური დასკვნების გამოტანა.
- სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სამეცნიერო და ტექნიკური ასპექტები; ზოგადფუნქციური საკვები დანამატების გამოყენება; სამამულო და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების სამომხმარებლო თვისებების ანალიზი და მათი შენახვისუნარიანობის კვლევა.