ფიზიკა მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (01.04.02 თეორიული და მათემატიკური ფიზიკა) 1986 წლიდან. 1987-89 წლები ზოგადი და თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი. 1989-2006 წლები ზოგადი და რადიოფიზიკის კათედრის დოცენტი, 1991 წელს მომენიჭა ზოგადი ფიზიკის კათედრის დოცენტის წოდება. 2006-2009 წლებში საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი. 2009 წლიდან დღემდე მიკავია ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა. ვკითხულობ ლექციებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში თეორიულ ფიზიკასა და ზოგად ფიზიკაში. ჩემი ინტერესის სფეროა ატომური ფიზიკა. კერძოდ მაღალიონიზირებული ატომების სპექტროსკოპია. ასევე თეორიული ფიზიკა, თერმოდინამიკა და სტატისტიკური ფიზიკა, კვანტური ფიზიკა, ველის თეორია, ბიოფიზიკა.-სხვადასხვა პათოგენური სისტემების დეტექტირების მეთოდების შემუშავება.

სამეცნიერო ინტერესები
  • -ატომური ფიზიკა
  • -მაღალიონიზირებული ატომების სპექტრების თეორიული ანგარიში და კვლევა
  • -შეშფოთების რელატივისტური თეორიის გამოყენება სხვადასხვა ატომური სისტემების შემთხვევაში
  • -სხვადასხვა პათოგენური სისტემების დეტექტირების მეთოდების შემუშავება
  • -თერმოდინამიკისა და სტატისტიკური ფიზიკის ამოცანების კვლევის მეთოდების შემუშავება
  • -კვანტური ფიზიკა