ასოცირებული პროფესორი

  1982 წელს დავამთავრე ქ.თბილისის 89-ე საშუალო სკოლა, 1984-1991 წწ ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ,, რკინიგზების მშენებლობა, ლიანდაგი და სალიანდაგო მეურნეობის“ კათედრაზე, რომელიც დავამთავრე მიმოსვლის გზათა ინჟინერ მშენებლის სპეციალობით. 1993-1997წწ ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

  1982-1983წწ ვმუშაობდი ქ.თბილისის 26 კომისრის რ-ნის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში მესამე თანრიგის მუშად ხოლო 1983-1984წწ ვმუშაობდი ქარხანა ,,აგრეგატ-ში“ მე-3-ე თანრიგის ზეინკლად. 

   1991-2005წწ დავიწყე მუშაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ,, რკინიგზების მშენებლობა, ლიანდაგი და სალიანდაგო მეურნეობის“ კათედრაზე, №60-ე კათედრის ლაბორატორიის გამგედ. 1997-2003წწ ვიყავი სატრანსპორტო მშენებლობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის განყოფილების გამგე, 2003-2007წწ სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ხოლო 2007-2012წწ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2012-2021 სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი.

   ჩემი ინტერესის სფეროა ნაპირდამცავი ნაგებობების პროექტირება, მათზე მდინარის ნაკადის ზემოქმედების შეფასება, დაზიანებების ექსპერტიზა, ახალი ტიპის კონსტრუქც-იების მონიტორინგი, რთულ პირობებში მომუშავე მიწის ვაკისის მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიებების დასახვა. ამასთანავე ჰიდროტექნიკური ნაგებობების შესწავ- ლა სხვადასხვა გეოდინამიკური პროცესების დროს და ამ ნაგებობებში წარმოქმნილი ტალღების მათემატიკური მოდელირება.

   მაქვს ჰობი, ძალინ მიყვარს ნადირობა, თევზაობა და ბუნებასთან კონტაქტი, ამასთანავე ვარ პრინციპული და კომუნიკაბელური.

სამეცნიერო ინტერესები
  • ნაპირდამცავი ნაგებობების პროექტირება, მათზე მდინარის ნაკადის ზემოქმედების შეფასება, დაზიანებების ექსპერტიზა, ახალი ტიპის კონსტრუქციების მონიტორინგი, რთულ პირობებში მომუშავე მიწის ვაკისის მდგრადობის უზრუნველყოფის ღონისძიებების დასახვა. ამასთანავე ჰიდროტექნიკური ნაგებობების შესწავლა სხვადასხვა გეოდინამიკური პროცესების დროს და ამ ნაგებობებში წარმოქმნილი ტალღების მათემატიკური მოდელირება.