რუსუდან ქინქლაძე
ასოცირებული პროფესორი
ჩემი კვლევითი სამუშაო წარიმართება შემდეგი მიმართულებით: სტატისტიკა და ტურიზმი. წლების განმავლობაში ვაწარმოებდი კვლევებს სოციალური სტატისტიკის, მაკროეკონომიკური სტატისტიკის, ფინანსური, საბანკო და სადაზღვევო სტატისტიკის და ტურიზმის სტატისტიკის აქტუალურ პრობლემების შესწავლისათვის. უკანასკნელ წლებში ამ პრობლემების გარდა ჩემი კვლევით ინტერესს დაემატა მენეჯმენტის პრობლემების კერძოდ, ადამიანური რესურსების და კრეატიული მენეჯმენტის შესწავლა. ჩემი ხელმძღვანელობით დისერტანტებთან ერთად ვმუშაობდი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს ფორმირებასა და განვითარებაზე მიგრაციის გავლენის, ინოვაციური მენეჯმენტის პრობლემებზე. ასევე მაგისტრატურის სტუდენტები ჩემთან ერთად იკვლევენ შრომის ბაზრის ფორმირებისა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის პრობლემებს. ამჟამად აქტიურად ვმუშაობ ბიზნესში კვლევის მეთოდების გამოყენების საკითხებზე, დაგეგმილი მაქვს კვლევები გავაგრძელო სასტუმრო და ტურიზმის ბიზნესის განვითარების ტენდენციებისა და თანამედროვე გამწვევების მიმართულებით.
- ტურიზმის სტატისტიკა, ბიზნეს გარემოს, ინოვაციების და ადამინური რესურსების მენეჯმენტი
- ბიზნესში კვლევის მეთოდების გამოყენება