ჯიმშერ ქერქაძე
ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი;
არასამთავრობო ორგანიზაციის - „საქართველოს გარემოსდაცვითი ინჟინერინგის ასოციაციის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ექსპერტი;
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სერტიფიცირებული ეროვნული ექსპერტი.
2014-2017 წლებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საქართველოში განვითარების შესახებ UNIDO-ს მიერ დაფინანსებული და განხორციელებული პროექტის ფარგლებში, თეორიული ტრენინგების გავლის შემდგომ, შევისწავლე დაახლოებით 40-მდე მცირე და საშუალო სიმძლავრის კვების, საშენ მასალათა და ქიმიური მრეწვლობის საწარმო საქართველოში. საფუძვლიანი მეცნიერულ-ინჟინრული გაანალიზების შემდგომ, არჩევანი შევაჩერე ქალაქების - თბილისის, რუსთავისა და გორის სამ საწარმოზე. ჩემს მიერ პროექტების სახით წარმოდგენილი აღნიშნულ საწარმოთა ეკოლოგიური აუდიტი საწარმოთა ხელმძღვანელობას შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივი მატერიალური და ენერგეტიკული რესურსების დაზოგვით, ნახონ მეტი სარგებელი, გააუმჯობესონ საწარმოთა ეკონომიკური პოტენციალი, შეამცირონ ეკოლოგიური და თბური დატვირთვები გარემოზე და უფრო მეტად იზრუნონ საკუთარი მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობაზე. ამ პროექტებიდან გამომდინარე ამირჩიეს პროექტის რეგიონალური ხელმძღვანელი კომიტეტის წევრად.
·
- სამრეწველო საწარმოთა საპროექტო-ეკოლოგიური გამოკვლევა; ბუნებრივი ობიექტებისა და სამრეწველო საწარმოთა ეკოლოგიური ექსპერტიზა; რესურსეფექტური და სუფთა წარმოება.