მე, ნინო მჭედლიშვილი, ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

ჩემი მეცნიერული მიღწევებია: 6 მონოგრაფია, 6 სახელმძღვანელო, 26 დამხმარე სახელმძღვანელო, 85 სამეცნიერო სტატია. მიღებული მაქვს მონაწილეობა 38 სამეცნიერო კონფერენციაში. ვარ 7 დოქტორანტის, 12 მაგისტრის, მრავალი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტის ხელმძღვანელი.

მიმყავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამებში შემდეგი კურსები: მართვის თეორია, წრფივი და არაწრფივი ტექნიკური სისტემების მართვის საფუძვლები, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლო­გიები, მართვის სისტემების სტრუქტურული მოდელირება, იმიტაციური მოდელირების სისტემები, მართვის სისტემების იდენტიფიკაცია, გადაწყვეტილებათა მიღება არამკაფიო სიმრავლეების საფუძველზე, დაპროგრამება Matlab სისტემაში, ნეირონული ქსელების მოდელირება. ვკითხულობ ლექციებს აგრეთვე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში.

ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი.

მაქვს მიღებული მონაწილეობა ტრეინინგებში: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრი, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ”სათემო კოლეჯები საერთაშორისო განვითარებისათვის ინქ.” (აშშ) ტრეინინგი: ”სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების ზოგადი კურსი” და ტრეინინგი “Professional Orientation and Career Planning”.

სამეცნიერო ინტერესები
  • მართვის თანამედროვე მეთოდები; არამკაფიო სიმრავლეები მართვაში; ნეირონული ქსელები; ოპტიმიზაცია და იდენტიფიკაცია; ქაოსის და კატასტროფების თეორიები; მართვის სისტემების მოდელირება; მოდელირების კომპიუტერული სისტემები, მათ შორის Matlab/Simulink-ი;