ბეჟან კახაძე
დავიბადე 1962 წელს სამტრედიაში, მოსამსახურის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1980 წელს ჩავაბარე საქართველოს პილიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1985 წელს და იმავე წელს მუშაობა დავიწყე კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში – ინჟინერ-გეოლოგად.
1988 – 1991 წწ.-ში ვსწავლობდი მოსკოვის საკავშირო მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1991 წელს მოსკოვში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და მომენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1991 წლიდან ვმუშაობდი კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში ჯერ მეცნიერ-მუშაკად, ხოლო შემდეგ ეკონომიკური კვლევების განყოფილების გამგედ.
2006 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.
მყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.
- გეოლოგიის და მინერალური რესურსების ეკონომიკის აქტუალური საკითხები