დავიბადე ქ. თბილისში 1949 წლის 23 ნოემბერს, მოსამსახურის ოჯახში. მამა – სიმონ იორდანეს ძე დათუკიშვილი, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის სოლისტი; დედა – ნინო ვასილის ასული დემეტრაშვილი, ეკონომისტი.
საშუალო განათლების მიღების შემდეგ 1967 წლიდან სწავლა გავაგრძელე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სატრანსპორტო ფაკულტეტზე, ხიდებისდა გვირაბების სპეციალობით. პარალელურად 1969 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჯერ ჰიდრავლიკისა და სამდინარო ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის ლაბორატორიაში, შემდეგ კი, 1973 წლიდან, სპეციალობის პროფილის მიხედვით ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრასთან არსებულ ხიდსაცდელ სადგურში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, სამუშაოდ დავრჩი იმავე კათედრის ლაბორატორიაში, ხოლო 1979 წლიდან გადავედი კათერდის ასისტენტად. 1984 წლიდან ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ხიდების და გვირაბების კათედრა და მეც მუშაობა გავაგრძელე ახალ სტრუქტურულ ერთეულში, სადაც 1985 წლიდან ვასრულებდი კათედრის გამგის მოადგილის მოვალეობას (2001 წლამდე). 1989 წლიდან გადავედი უფროს მასწავლებლად, რა ადგილიც მეკავა 2006 წლამდე. 2006 წელს ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოპოვების შემდეგ გადავედი ასისტენტ-პროფესორად, ხოლო 2009 წლიდან ვასრულებ საგზაო დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის მოვალეობას.
ინსტიტუტში, ამჟამად უნივერსიტეტში, მუშაობის დროს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საქმიანობასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი კათედრის სამეცნიერო-პრაქტიკულ კვლევებში – ჩემი მონაწილეობით, ხოლო მოგვიანებით უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა მრავალი ხიდისა და ხიდური კონსტრუქციების გამოკვლევა-გამოცდა ქვეყნის სახვადასხვა ობიექტებზე (გამოცდილი იქნა 70-ზე მეტი ხიდი). ყოველი გამოკვლევა-გამოცდის შედეგები ფორმდებოდა მეცნიერული ანგარიშის სახით, რომელიც გადაეცემოდა ხოლმე დამკვეთს.
გარდა აღნიშნულისა გამოკვლევა-გამოცდის შედეგად მიღებული გამოცდილების გამოყენებით ჩემს მიერ დამუშავდა რამდენიმე სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, მეთოდური მითითება და ლექციების კონსპექტი, შემუშავდა თოთხმეტი სილაბუსი.
- ხიდების გამოკვლევა და გამოცდა