საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. ჩემი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობის სფერო ძირითადად ეხება საქართველოს იურული და ცარცული ნალექების სტრატიგრაფიის, პალეოგეოგრაფიის და ამ ასაკის ნალექებში განამარხებული თავფეხიანი მოლუსკების წარმომადგენლების - ბელემნიტიდების შესწავლის საკითხებს. ავტორი ვარ 59 სამეცნიერო შრომის, გამოქვეყნებული მაქვს 1 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო. სისტემატურად ვმონაწილეობ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და სიმპიზიუმებში.
2003 წელს მომენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ჯანელიძის სახ. პრემია მონოგრაფიისათვის „საქართველოს იურული და ცარცული ბელემნიტიდები“ (თანაავტორები მ. თოფჩიშვილი, ი. კვანტალიანი).
სამეცნიერო - კვლევით სამუშაოებთან ერთად მიმყავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატსა, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში (დედამიწა, ზოგადი გეოლოგია, გეოლოგიის საფუძვლები, введение в геологии, региональная геология, გეომორფოლოგიის საფუძვლები, გეომორფოლოგია და მეოთხეულის გეოლოგია, სტრატიგრაფია, სტრატიგრაფიული კვლევის მეთოდები და ბიოსტრატიგრაფია, პალეოეკოლოგია და ტაფონომია), სისტემატურად ვხელმძღვანელობ მაგისტრანტებს. ამჟამად ვარ სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. ვარ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის "გეოლოგია" ხელმძღვანელი.
- იურული და ცარცული ბელემნიტიდების სტრატიგრაფია, პალეობიოლოგია, პალეოეკოლოგია