ქიმიური ტექნოლოგიების და მეტალურგიის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი

დავიბადე 1966 წლის 8 აგვისტოს ქალაქ ბათუმში.

1983 წელს დავამთავრე თბილისის N1ექსპერიმენტული საშუალო სკოლა, ამავე წელს ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1989 წელს და მომენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

1983 წლიდან მუშაობა დავიწყე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში "საქსაშენმასალებში" კერამიკის ლაბორატორიაში- ლაბორანტად. 1989 წელს გადამიყვანეს ამავე ლაბორატორიაში ინჟინერის თანამდებობაზე. ვმუშაობდი კერამიკული წარმოებისთვის ახალი ადგილობრივი და ეკონომიური ნედლეულის შესარჩევ კვლევებში.

1994 წელს ჩავაბარე "საქსასენმასალებთან" არსებულ ასპირანტურაში და გავაგრძელე ამ მიმართულებით კვლევა.

1998-2008 წ.წ. ვმუშაობდი შ.პ.ს. "ორიგინალში" მენეჯერის თანამდებობაზე.

2008 წელს მუშაობა დავიწყე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკუკლტეტზე, ქიმიური ტექნოლოგიების დეპარტამენტში პროცესებისა და აპარატების მიმართულებაზე ლაბორანტად. მიღებული მაქვს მონაწილეობა ლაბორატორიის განახლებაში, როგორც კვლევით ასევე სასწავლო პროცესში.

2010-2017 წ.წ. ვმუშაობდი სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის საათობრივზე უფროს მასწავლებლად. პროცესების და აპარატების მიმართულებაზე.

2017 -2021 წ.წ. ამავე ფაკულტეტის სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვეული უფროსი მასწავლებელი.

2012 წელს დავამთავრე სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დოქტორანტურა ქიმიის განხრით თემაზე-"ტექნოგენური ნედლეულის შემცველი მულტიმინერალური კომპოზიციიდან მინაკერამიკის მიღების ფიზიკო-ქიმიური თავისებურებანი".

2021 წლიდან ვარ სასუსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.

პროფესიული დონის ამაღლების მიზნით ვმონაწილეობ სხვადასხვა ტრენინგებში.

მყავს მეუღლე და ვაჟი.


სამეცნიერო ინტერესები
  • თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობის და შრომის უნარიანობისთვის აუცილებელი გახდა კვების რაციონში ისედაც დეფიციტური ბუნებრივი (ორგანული) ცილები და ცხიმები, მეტი სიზუსტით იქნას შესწავლილი და რაციონალურად გამოყენებული სურსათის თანამედროვე წარმოებაში.
  • არსებული გამოწვევები, გვავალებს ღრმად შევისწავლოთ ადგილობრივი ნედლეული, როგორც ცხოველური წარმოშობის ასევე მცენარეული-აგრარული კულტურები, დადებითი თვისებები და მათი, როგორც ბუნებრივი დანამატების შეტანით მივიღოთ ჯანსაღი საკვები პროდუქტი.