სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა დავიწყე 1993 წლიდან. 2006 წლის 22 ოქტომბერს დავიცავი დისერტაცია ივ. ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აფილირებული - ასოცირებული პროფესორი 2009 წლიდან. შეთავსებით ვაგრძელებ მუშაობას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე (მოწვეული ასოცირებული პროფესორი).
ჩემი კვლევის სფერო მოიცავს საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების ფართო სპექტრს. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე. ვკითხულობ შემდეგ სასწავლო კურსებს: ფინანსების თეორია; საბანკო საქმე; სადაზღვევო საქმე; ფინანსების საფუძვლები; ფინანსური ინვესტიციები; ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები; კორპორაციის ფინანსები.
2019 წელს გამოიცა სახელმძღვანელო ჩემი ავტორობით -ფინანსური ინვესტიციები. 2021 წელს გამოიცა სახელმძღვანელო ჩემი ავტორობით - საერთაშორისო სავალუტო, საფინანსო და საკრედიტო ურთიერთობები. 2022-2024 წლებში ვიყავი სამეცნიერო ჟურნალის "Science Innovation" - რედკოლეგიის წევრი. უახლოეს მომავალში ვგეგმავ სახელმძღვანელოს - მწვანე და მდგარდი ფინანსები - გამოცემას, თანაავტორობით.
- საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩართვა და მონაწილეობის მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის სახელით.
- მდგრადი და მწვანე ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები.