გივი შაველაშვილი - პროფესორი

ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების (205) დეპარტამენტის, პროფესორი. 1966 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ვმსახურობდი წარმოებაში. 1970-73 წლებში ვსწავლობდი ასპირანტურაში. 1976 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. 1976 წლიდან და დღემდე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი. პარალელურად ვარ სს „თელასის“ტექნიკური და საინვესტიციო სამმართველოს თანამშრომელი. ვახორციელებ პროექტებს და ვამზადებ სატენდერო მასალებს ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით. გამოქვეყნებული მაქვს 50 მდე სხვადასხვა ხასიათის სამევნიერო ნაშრომი. გამოქვეყნებული მაქვს ორი სახელმძღვანელო. ბოლო პერიოდში ჩემი ხელმძღვანელობით მომზადდა და ნაშრომი დაიცვა 2 დოქტორანტმა და 8 მაგისტრანტმა.

ძირითადად ვმუშაობ ელექტროამძრავების და ელექტრომოწყობილობების სწავლების, კვლევის და დანერგვის მიმართულებით.

კურსები, რომელსაც მე ვუძღვები:

·        ავტომატიზირებული ელექტრომექანიკური სისტემები - (ბაკალავრიატი)

·        ელექტრომექანიკური სისტემების მართვა  - (ბაკალავრიატი)

·        ელექტროამძრავების მართვის თანამედროვე სისტემები - (მაგისტრატურა)

·        სიხშირულ-რეგულირებადი ელექტროამძრავის მართვის ციფრული სისტემები - (მაგისტრატურა)

სამეცნიერო ინტერესები
  • მიკროპროცესორული ელექტროამძრავების კვლევა