ასპირანტურაში სწავლის პერიოდში სამეცნიერო მოღვაწეობა (კონკრეტულად 1973-1975 წლებში ) განსაზღვრულ თემატიკასთან იყო დაკავშირებული.
შემდგომ პერიოდში სამეცნიერო კვლევები ეკოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება. მონიტორინგის საფუძველზე ექსპერიმეტულად ფასდებოდა გარემოში და ნიადაგში არსებული დარღვევების ფაქტები და იგეგმებოდა მისი აღმოფხვრის ღონისძიებები. კონკრეტულად ჩემი სადოქტორო სამუშაოც ეხებოდა წარმოებაში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების და სხვა რიგი ფაქტორების დარღვევებთან დაკავშირებით ტექნოლოგიური პროცესების საიმედოობის შეფასებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია 30-ზე მეტი სამევნიერო შრომა, რომელიც დაბედილია მთელ რიგ რეფერირებად ჟურნალებში, როგორც რესპუბლიკის, ისე უცხოეთის მასშტაბით.
მაქვს გარკვეული გამოცდილება დოქტორანტებთან მუშაობის თვალსაზრისით, რომელთა სადოქტორო ნაშრომების თემატიკა მოიცავდა მაღალმოლეკულურ ნაერთებთან, კერძოდ ბიოსამედიცინო პოლიმერებთან მუშაობას, მათ გამოყენებას სამეცნიერო სფეროში. აღნიშნული პოლიმერების ბაზაზე დამზადებული კომპოზიტები მეტად პერსპექტიულია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის სხეულის ისეთ ნაწილებში, რომელიც ექიმისათვის ადვილად შეღწევადია. ამჟამად ვაგრძელეთ კვლევას, რათა აღნიშნულმა ბიოკომპოზიტებმა მოგვცეს საშუალება, გამოყენებულ იქნას იგი მიკროსფეროების დახმარებით წამლის კონტროლირებადი მიწოდების გზით სხეულის ნებისმიერ ნაწილში.
- ანალიზური ქიმია, ტექნოლოგიური პროცესების მართვა, ეკოლოგია და ეკოლოგიური უსაფრთხოება