1992 წლიდან საჯრო სამსახურთან შეთავსებით ვწეოდი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე საერო ინსტიტუტ "გაენათში," თბილისის იურიდიულ-ფსიქოლოგიურ ინსტიტუტში. 1997 წლიდან 2000-2002 წლებში გახლდით ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი, სადაც ვუძღვებოდი სალექციო კურსს "საკონსტიტუციო კონტროლი." ჩაბარებული მაქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სერთიფიკატი #1418, მოსამართლის (საერთო) საკვალიფიკაციო გამოცდა, სერთიფიკატი #00098, ცსკო-ს სახელმწიფო მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სამხედრო-კრიმინალური პუტჩის, ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული სამხედრო საბჭოს მიერ მუდმივად ვიყავი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი და არაერთხელ განვიცადე რეპრესია, რის გამოც 2006 წლის 9 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღიარებული ვარ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
- კონსტიტუციური სამართალი
- პროფესიული ეთიკა
- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართალი
- ადამიანის ძირითადი უფლებები