დავიბადე ქ. თბილისში მოსამსახურის ოჯახში 1951 წლის 18 იანვარს. დავამთავრე ქ. თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა ამავე ინსტიტუტში. გავიარე თითქმის ყველა თანამდებობრივი საფეხური ლაბორანტიდან პროფესორამდე. 1988 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია ქ. ლენინგრადში და მომენიჭა ფიზიკა-მათემატიკის კანდიდატის წოდება. მთელი ჩემი გავლილი წლები უკავშირდება ჯერ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუს, შემდეგ სპი-ს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაქმნის შემდეგ ამ უნივერსიტეტს. ვარ დაოჯახებული. მყავს ერთი ვაჟი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია. მიყვარს მუსიკის მოსმენა და კითხვა. ვეწევი სპორტულ ცხოვრებას (ვსეირნობ ველოსიპედით).
- რადიაციული ფიზიკის გარდა მაინტერესებს ნანოფიზიკა და ნანოტექნოლოგიები.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები