ნინო ნეფარიძე
ასოცირებული პროფესორი
2002 წლიდან ვთანამშრომლობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოტექნოლოგიისა და ბიოინჟინერიის კვლევით ცენტრთან მეცნიერ-მკვლევარის პოზიციაზე. ჩვენი ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულება გახლავთ სხვადასხვა დიზაინის სამედიცინო დანიშნულების პოლიმერების სინთეზი და კვლევა, რომლებიც აგებულია ბუნებრივი წარმოშობის არატოქსიკური ფიზიოლოგიური ,,სამშენებლო ბლოკებისგან", როგორებიცაა შეუცვლელი a -ამინომჟავები, ალიფატური დიოლები, დიკარბომჟავები.
პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით ბიოსამედიცინო პოლიმერებს უნიკალურ პოლიმერულ მასალებს შორის ლიდერის პოზიციები უკავიათ. სამედიცინო სფეროში - ქირურგიული მასალების ( ძაფების, ფირების, მილაკების) , სამკურნალო პრეპარატების კონტროლირებად/ უწყვეტი გამოყოფის სისტემების კონსტრუირებისა და სხვ. სახით. ასეთი პოლიმერები პერსპექტიულია ფარმაკოლოგიაში, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში გამოყენებისათვის.
- კვლევის ინტერესს წარმოადგენს სხვადასხვა შემადგენლობის ბიოსამედიცინო მასალების სინთეზი, ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესწავლა, კვლევა და მათი გამოყენება დანიშნულებისამებრ.