საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამედიცინო დანიშნულების პოლიმერების სინთეზისა და კვლევის თანამედროვე მეთოდებმა. ჩემი დიპლომი კვლევითი ხასიათის იყო და ამ თემას ეძღვნებოდა, ისევე როგორც შემდგომში სადისერტაციო ნაშრომი (,, ბიოსამედიცინო პოლიმერების სინთეზი და კვლევა დიაცილ-ბის-ამინომჟავებისა და მათი წარმოებულების საფუძველზე“). მიმდინარე პედაგოგიური მოღვაწეობაც აღნიშნული თემის ირგვლივ მიდის. სტუდენტთათვის პოლიმერული ქიმიის სხვადასხვა განშტოებების შესწავლის მიზნით შედგენილი მაქვს დამხმარე სახელმძღვანელოები ( სალექციო კურსები) : სამრეწველო პოლიმერების ქიმია და ტექნოლოგია; სამედიცინო და ტექნიკური დანიშნულების პოლიმერების ინჟინერინგი; პოლიმერული წამლები, ნანოწამლები და ქირურგიული მასალები. ამჟამადაც ვაგრძელებ ზემოთაღნიშნული თემატიკის კვლევასა და სასწავლო პროცესში მის გამოყენებას. ამჟამად, ასევე ვამზადებ სალექციო კურსს: პოლიმერული კომპოზიტების ტექნოლოგია.
- თანამედროვე კვლევები და მიდგომები ბიოსამედიცინო პოლიმერების ტექნოლოგიაში