თამარ გიორგაძე
ასოცირებული პროფესორი
ჩვენი კვლევითი ჯგუფის ძირითადი მიმართულებაა კოორდინაციული ქიმია, კერძოდ კი, ე.წ. „სიცოცხლის ლითონების“ ამინებთან, ამიდებთან, ჰიდრაზიდებთან და ჰიდრაზონებთან კოორდინაციული ნაერთების სინთეზი მათი სხვადასხვა ფიზიკურ-ქიმიური თვისებების როგორიცაა იწ სპექტროსკოპია, რენტგენო-სტრუქტურული ანალიზი, თერმოგრაფიული და ფიზიოლოგიური აქტივობის კვლევა. ორგანული ლიგანდების კვანტურ-ქიმიური კვლევა სხვადასხვა გამხსნელებში, მათ მოლეკულებში დონორული ატომების გამოვლენის და სხვადასხვა გეომეტრიული და სტრუქტურული პარამეტრების დადგენის მიზნით. კოორდინაციული ნაერთები შეიცავენ პირიდინკარბონმჟავათა ჰიდრაზიდების, ციკლური ალდეჰიდების, ალიფატური რიგის ალდეჰიდების ჰიდრაზონების, და ამინოპირიდინების იზომერებსა და მათ წარმოებულებს; პიკოლინ–, ნიკოტინ– და იზონიკოტინ-ამიდებს და მათ წარმოებულებს, აგრეთვე დიმეთილსულფოქსიდთან და მის წარმოებულებთან ზოგიერთი ბიოლითონის კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და აღნაგობის კვლევა.
კვლევის ინტერესები:
კოორდინაციული ნაერთების ქიმია, ბიოკომპლექსნაერთები, ფიზიოლოგიურად აქტიური კომპლექსნაერთები
- კოორდინაციული ქიმია, ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და სინთეზის კვლევა, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის კვლევა, კომპლექსური ნაერთების გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში.