1996 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დავიცავი დისერტაცია თემაზე; „კუთხური გადაადგილების ნახევარსფერული ურთიერთინდუქციური პირველადი გარდამქმნელის თეორიული საფუძვლებისა და აგების პრინციპების დამუშავება, შექმნა და კვლევა“ სპეციალობით 05.13.05_”მართვის სისტემებისა და გამოთვლითი ტექნიკის ელემენტები და მოწყობილობები” და მომენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის პირველადი გარდამქმნელების ლაბორატორიაში ჩემს მიერ დამუშავებული კუთხური გადაადგილების ნახევარსფერული ურთიერთინდუქციური პირველადი გარდამქმნელი დაინერგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ავტომატიკისა ელემენტებისა და მოწყობილობების სასწავლო ლაბორატორიაში. შემდეგ კვლავ ვმუშაობდი პირველადი გარდამქმნელების საკითხებზე. მიღებული მაქვს ორი პატენტი გამოგონებაზე. პარალელურად ვკითხულობდი ლექციებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე საგნებში: ზოგადი ელექტრონიკა, ენერგეტიკული ელექტრონიკა, მართვის მიკროპროცესორული სისტემები, ჩაშენებული სისტემები, და სხვა. გამოცემული მაქვს ორი მეთოდური სახელმძღვანელო სტუ-ის სასწავლო ლაბორატორიისათვის. მაქვს ინგლისურენოვან ჯგუფებში ლექციების კითხვისა და ინგლისურ ენაზე ლაბორატორიული სამუშაოების მეთოდური მითითებების მომზადების გამოცდილება. ვფლობ 2 უცხო ენას და კომპიუტერულ უნარებს, მათ შორის სპეციალიზირებულ კომპიუტერულ პროგრამას Electrinics Workbench. ვაქვეყნებ სტატიებს და ვმონაწილეობ ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სხვა საერთაშორისო ფორუმებში.
- მიკროპროცესორული სისტემები
- საინფორმაციო ტექნოლოგიები
- მონაცემთა ბაზები
- მართვის სისტემების ელემენტები და მოწყობილობები
- პირველადი გარდამქმნელები
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები