მე, ზაურ დავითის–ძე ჩიტიძე დავიბადე 1937 წლის 1 ოქტომბერს ქ. ქუთაისში. 1953 წელს დავამთავრე ქ. ქუთაისის მე–9–ე საშუალო სკოლა. 1955 ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1960 წელს ინჟინერ–მექანიკოსის სპეციალობით. 1960-1961 წლებში ვმუშაობდი საქართველოს მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის სამეცნიერო–კვლევით საპროექტო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში წამყვან ინჟინერ–კონსტრუქტორად. 1961-1964 წლებში ვსწავლობდი მოსკოვის სატყეო–ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში, მრეწველობის ავტომატისაციისა და კომპლექსური მექანიზაციის ფაკულტეტზე, სადაც 1966 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. 1964 წლიდან ვმუშაობ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მერქნის ტექნოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად, ასისტენტად, დოცენტად, ხოლო 1980 წლიდან –– ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრაზე დოცენტად. 1964-1969 წლებში ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსამზადებელი განყოფილების გამგედ, უფროს დეკანად. 1970-1980 წლებში ვიყავი საქართველოს რესპუბლიკის მანქანათმშენებლობის საზოგადოების სწავლული მდივანი; 1972-1986 წლებში –– საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მრეწველობაში პერსპექტიული მჭრელი იარაღების დანერგვის კვლევითი ლაბორატორიის გამგე; 1987-1993 წლებში –– არალითონური მასალების დამუშავებისათვის პერსპექტიული მჭრელი იარაღების და მოწყობილობების დარგობრივი სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორია „რიონემის“ გამგე; 1993-1996 წლებში –– სამეცნიერო შპს ფირმა „რიონემის“ დირექტორი. ამავე დროს თბილისის საინსტრუმენტო გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე. 1993 წლიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხის დამუშავების საწარმოთა მოწყობილობების და ტექნოლოგიის კათედრის გამგე. 2001 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. ვარ სრული პროფესორი. 2007 წლიდან ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის მერქნული მასალების დამუშავების მიმართულების ხელმძღვანელი. 2009-2021 წლებში სატყეო–ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი; 2021 წლიდან სატყეო–ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი; 2007 წლის 21 ნოემბრიდან არჩეული ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად. მყავს და, ქალიშვილი და შვილიშვილი

სამეცნიერო ინტერესები
  • ინჟინერია