ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, საგზაო დეპარტამენტის A კატეგორიის ასოცირებული პროფესორი. აქტიურად ვარ ჩართული პროგრამის განვითარებასა და ხარისხის უზრუნველყოფაში, მათ შორის მიმდინარე ABET აკრედიტაციის პროცესში.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობ 2011 წლიდან, თავდაპირველად ასისტენტ პროფესორის, ხოლო შემდგომში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე. ჩემი სამეცნიერო და პროფესიული ინტერესის ძირითადი მიმართულებებია ასფალტბეტონები და საგზაო მშენებლობა. აღნიშნულ სფეროში ვახორციელებ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კვლევებს.
სამეცნიერო საქმიანობის ფარგლებში გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო და სამეცნიერო სტატია, ასევე აქტიურად ვმონაწილეობ საერთაშორისო კონფერენციებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა პერიოდში დაჯილდოებული ვარ პროფესიული მიღწევებისთვის მედლებითა და ორდენებით.
ვფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს. მყავს მეუღლე და სამი შვილი.
- საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები