1960 წელს ოქროს მედალზე დავამთავრე რკინიგზის ხარაგოულის #10 საშუალო სკოლა, 1967 წელს - წარჩინებით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგიისა და ძიების სპეციალობით. ამავე წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში, გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრაზე, სადაც გავიარე ყველა აკადემიური საფეხური ლაბორანტიდან პროფესორამდე. 1975 წელს დავიცავი საკანდიდატო, ხოლო 1992 წელს - სადოქტორო დისერტაციები. ვკითხულობდი და ვკითხულობ ლექციების კურსებს ,,პალეონტოლოგიაში', ,,ზოგად და ისტორიულ გეოლოგიაში', ,,ზოგად გეოლოგიაში', ,,დინამიკურ გეოლოგიაში'. 1997 წლიდან 2018 წლამდე შეთავსებით ვმუშაობდი ნავთობის კომპანია ,,KBOC'-ში (ადრე ,,GBOC', ,,CanArgo') გეოლოგად და კონსულტანტად. ჩემი სამეცნიერო კვლევის ინტერესების სფერო ეხება კავკასიის მეზო-კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფიას, თავფეხიანი მოლუსკების პალეობიოლოგიას, საქართველოს ნავთობის გეოლოგიას და ლითოლოგიას. ვარ 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის 32 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის 10 ქვეყანაში; ვმონაწილეობდი 18 სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში.
- მეზო-კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფია, თავფეხიანი მოლუსკების პალეობიოლოგია, ნავთობის გეოლოგია, ლითოლოგია