ასოცირებული პროფესორი

ამჟამად ვარ საწარმოო ინოვაციების და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ვკითხულობ ლექციებს შემდეგ საგნებში: მენეჯერული ანგარიშგება, ბიზნესი ინჟინერთათვის, ოპერაციული დანახარჯების ანალიზი, პროექტების ბიუჯეტირება და კონტროლინგი. აგრეთვე მაგისტრანტებისათვის – ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგი და მენეჯმენტი. 1989 წელს დავამთავრე თბილისის 51 საშ. სკოლა, 1994 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტი წარჩინებით. 1998 წელს გავიარე ტრეინინგ კურსები „საერთაშორისო საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტები“ და „აუდიტის სტანდარტები“, 1999 წელს კი –„მენეჯერული აღრიცხვა“, რომლებსაც კითხულობდნენ ამერიკელი პროფესორები, მიღებული მაქვს შესაბამისი სერტიფიკატები. 2000 წლის სექტემბერში მიწვეული ვიყავი დიდ ბრიტანეთში მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში, სადაც გავეცანი მათ გამოცდილებას და შემდეგ მოვამზადე ახალი სასწავლო პროგრამები ფინანსურ და მენეჯერულ აღრიცხვაში. 2008 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე „საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდების სრულყოფის გზები“. 2009 წელს გამოცემული სამენოვანი ლექსიკონის  „ფინანსები. ინვესტიციები. საბანკო საქმე - ენციკლოპედიური ტერმინოლოგია (ინგლისურ-რუსულ-ქართული)“ სარედაქციო საბჭოს წევრი ვიყავი.

ვარ 7 სახელმძღვანელოს და 61 სტატიის ავტორი/თანაავტორი. ჩემი ხელმძღვანელობით სტუდენტები სისტემატიურად მონაწილეობენ სტუ სამეცნიერო კონფერენციებში.

სამეცნიერო ინტერესები
  • ინვესტიციები, ფინანსები, ბიზნეს–პროცესები, მენეჯმენტი, აღრიცხვა