ვიქტორ ნანობაშვილი

დავიბადე სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში 1947 წლის 2 იანვარს.1953-64 წლებში ვსწავლობდი ვაქირის საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე ოქროს მედლით.1964 წელს წარმატებით ჩავაბარე მისაღები გამოცდები სპი-ს ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე და ჩავირიცხე რადიოტექნიკის სპეციალობაზე.1969 წელს დავამთავრე აღნიშნული ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით და დავიწყე მუშაობა მენდელეევის სახელობის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალში ინჟინრის თანამდებობაზე.1970 წლიდან ვმუშაობ სპი-ში (შემდგომში - სტუ) კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე (შემდგომში - ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, უფრო მოგვიანებით - ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი ჯერ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, შემდეგ კი - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შემადგენლობაში). სხვადასხვა დროს ვიყავი ლაბორანტი, ასპირანტი (ქ.მოსკოვი, კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი), უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი (1992 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია), ასოცირებული პროფესორი, მოწვეული პროფესორი, სრული პროფესორი. 2017 წლიდან დღემდე ვარ პროფესორი.

ჩემს შესახებ შეიძლება ვთქვა, რომ ვარ საკმაოდ განათლებული, პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება. მაქვს კარგი დამოკიდებულება კოლეგებთან, ადვილად ვამყარებ კონტაქტს სტუდენტებთან, ჯანმრთელობას არ ვუჩივი, შრომისუნარიანობა კარგი მაქვს

სამეცნიერო ინტერესები
  • ჩემს კვლევით ინტერესს წარმოადგენს ტელეკომუნიკაციის ბოჭკოვან-ოპტიკურ სისტემებში გამოყენებული სახაზო კოდების მახასიათებლების გამოკვლევა. ამ მახასიათებლებს მიეკუთვნება სატაქტო და ბლოკური სინქრონიზების ხარისხი და შეცდომების აღმოჩენისა და კორექტირების შესაძლებლობები. ლიტერატურულ წყაროებში ვხვდებით ამ მიმართულებით წარმოებულ კვლევებს, თუმცა მათში ნაკლებად არის გათვალისწინებული კონკრეტული კოდების ,ფორმირების ალგორითმები, რაც ასეთი კოდების მრავალსახეობის პირობებში არ იძლევა ხსენებული მახასიათებლების სრულფასოვნად გამოკვლევის საშუალებას. აღნიშნული თემატიკით ჩემს მიერ გამოქვეყნებულია რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი, აგრეთვე ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია სამი სადოქტორო და 12 სამაგისტრო ნაშრომი