1995 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით. 2006 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე "ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში გამოყენებული ბეტონის კონსტრუქციების გამოკვლევა არამრღვევი კონტროლის მეთოდებით" და მომენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. დაცვის შემდეგ აქტიურად ვმუშაობ ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული მაქვს მრავალი სამეცნიერო შრომა, სახელმძღვანელოები და მონოგრაფია. მონაწილეობა მაქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში,რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ სამშენებლო ინდუსტრიაში. აქტიურად ვთანამშრომლობ უცხოელ კოლეგებთან და უცხოურ კომპანიებთან. 2007 წლიდან არჩეული ვარ საქართველოს საინჟინრო აკადემიის სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგისა და ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მრჩევლად, 2011 წლიდან წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2019 წლიდან აკადემიის ნამდვილ წევრად - საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსად. 2007 წლიდან დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან. ვმონაწილეობ პრაქტიკულ და სამეცნიერო კვლევებში. ჩემი მონაწილეობით შემოწმებულია ისეთი სტრატეგიული დანიშნულების სამშენებლო ობიექტები, როგორიც არის მეტროს გვირაბები, ავტობანები, ზღვისპირა ნაგებობები. არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან, ისტორიკოსებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან და გეოლოგებთან ერთად მონაწილეობა მაქვს მიღებული ისტორიული ტაძრების კვლევით ექსპედიციაში მათი შემდგომი აღდგენის მიზნით. ასევე ამერიკული კომპანიის დაკვეთით პროგრამა "მილენიუმის" ფარგლებში, ვმონაწილეობდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული სკოლის შენობების მდგრადობის შეფასებაში და მათი აღდგენა რეკონსტრუქციის პროექტებში. 2018 წლიდან გავლილი მაქვს შრომის უსაფრთხოების პროგრამა, შემოწმებული მაქვს რამოდენიმე სამშენებლო კომპანია რისკების შეფასების და პრევენციული ღონისძიებების დასახვის მიზნით. ვარ სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია/აკრედიტაციის ექსპერტი. დარგობრივი საბჭოს წევრი.
- ნანოტექნოლოგიები, ახალი სამშენებლო მასალები თანამედროვე არქიტექტურაში; შუქგამტარი ბეტონი, თვითაღდგენადი მასალები, ქიმია, ფიზიკა, სივრცითი გამოსახულებები, ციფრული ტექნოლოგიები.
- არქიტექტურა, გეოლოგია, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა