ასოცირებული პროფესორი
ლამარა ავალიშვილი

ლამარა ავალიშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის“ დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, დაიბადა 1940 წლის 17 ივლისს. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 14-ე საშუალო სკოლა ოქროს მედლით და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში,სამშენებლო ფაკულტეტზე უგამოცდოდ გასაუბრების საფუძველზე. იყო ლენინური სტიპენდიანტი. ციტირებულია უცხოურ და ადგილობრივ პუბლიკაციებში: „Сейсмостойкие конструкции здании,“ მოსკოვი, 1985 წ, ვ.პოლიაკოვი. „ნაგებობათა სეისმომედეგობა“, 1980 წელი, თბილისი, კ.ზავრიევი, შ. ნაფეტვარიძე, გ.ქარცივაძე და სხვა. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონფერენციებში. 69 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; მათ შორის 16 სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელოა. არის მაღალკვალიფიციური პედაგოგი. კითხულობს ლექციებს რკინაბეტონისა და სამშენებლო კონსტრუქციების ზოგად და სპეციალურ კურსებში ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. ხელმძღვანელობს მაგისტრანტებს. მისი ხელმძღვანელობით დაიცვა 19 მაგისტრანტმა. 2017 წელს უხელმძღვანელა სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებულ 16 სტუდენტს, მათ შორის საკავშირო კონკურსში გამარჯვებული 4 სტუდენტი. დაჯილდოვდა გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საპატიო დიპლომებით 1981/82 სასწავლო წელს. იყო რამდენიმე საკანდიდატო დისერტაციის რეცენზენტი და ოპონენტი. წლების მანძილზე იყო სახელმწიფო საგამოცდო კომისიის წევრი, ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, სამშენებლო ფაკულტეტის მეთოდსაბჭოს სწავლული მდივანი, სტუ-ს მონიტორინგის საფინანსო -ეკონომიკური ჯგუფის წევრი. 2002-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სამშნებლო ფაკულტეტის საგამომცემლო კომისიას; იყო სწავლულ ექსპერტთა დარგობრივი კომისიის წევრი, 2013 წელს - სამშენებლო ფაკულტეტის გრანტების მიმნიჭებელი კომისიის წევრი.

1983-91 წლებში უწყვეტად, 1991-2013 წლებში პერიოდულად, 2013 წლიდან დღემდე შეთავსებით მუშაობდა და მუშაობს სტუ-ის „ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის”ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, მონაწილეობდა დახურვის ახალი ტიპის კონსტრუქციების დაპროექტებისა და დიღმისა და საგურამოს ექსპერიმენტული ბაზის სხვადასხვა პროექტის დამუშავებაში.

ამჟამად დაკავებულია სახელმძღვანელოების მომზადებითა და გამოცემით.


სამეცნიერო ინტერესები
  • პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 (2 მილიარდზე მეტი ) ცხოვრობს სეისმური საშიშროების ზონაში. საქართველოს რესპუბლიკის თითქმის მთელი ტერიტორია სეისმურად აქტიურია. ამიტომ შენობა–ნაგებობათა სეისმომედეგობის კვლევა საქართველოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აქტუალური პრობლემაა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის –პროფესორ გიორგი ქარცივაძის ხელმძღვანელობით ცემს მიერ 1978 წელს დაცული დისერტაცია თემაზე "რკინაბეტონის ჩარჩოვანი კონსტრუქციების სიმტკიცე და დეფორმაციულობა სეისმური ტიპის დატვირთვების დროს" ეძღვნება სწორედ შენობა–ნაგებობათა და მათი კონსტრუქციების სეისმომედეგობის პრობლემას. ეს პრობლემა ჩემთვის არის პრიორეტული ანუ ჩემი მოღვაწეობის მთავარი სამეცნიერო ინტერესი. თუმცა აღნიშნული თემატიკის მონათესავე ამოცანებსაც ეთმობა ყურადღება ჩემს კვლევებში, იქნება ეს ინდივიდუალური თუ სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებულისამუშაო, კერძოდ, ღუნვადი ელემენტების ზიდვის უნარის (სიმტკიცის)ფაქტორული ანალიზი; რკინაბეტონის ჩარჩოაინი კარკასის დინამიკური და სტატიკური სიმტკიცე; რკინაბეტონისა და შერეული (კომბინირებული) კარკასების გაანგარიშება სეისმომედეგობაზე ცხრილების დახმარებით; რკინაბეტონის ღუნვადი ელემენტების ზღვრული მდგომარეობის პარამეტრების ანალიზი; კრიტიკული ძალის განსაზღვრა რკინაბეტონის სვეტებში (მდგრადობის ამოცანა შეკუმშულ ელემენტებში) და სხვა. ასევე დაინტერესებული ვარ რკინაბეტონის თეორიის აქტუალური პრობლემებით– სეისმურ დატვირთვაზე მომუსავე მზიდი კონსტრუქციების რღვევის კრიტერიუმის დადგენით ზღვრული დეფორმაციულობის საშუალებით.