თათია ტუსიაშვილი ასოცირებული - პროფესორი ქიმიის მიმარათულება

 

ჩემი კვლევის სფეროს წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის კვლევა . 2006 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე „ლითონთა კოორდინაციული ნაერთები ამინოპირიდინებთან და პირიდინკარბონმჟავების ამიდებთან (სინთეზი, აღნაგობა, თვისებები)

. ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ სინთეზირებულია ლითონების ახალი კოორდინაციული ნაერთები ორთო - ამინოპირიდინის მეთილწარმოებულებთან და პირიდინკარბონმჟავების ორთო-, მეტა-, პარა-ამიდებთან და მის ამინო წარმოებულებთან . შემუშავებულია ამ ნაერთების მიღების ორიგინალური მეთოდები. დადგენილია მათი ელემენტური შედგენილობა, ინდივიდუალურობა, აღნაგობა , სხვადასხვა თეორიული და ექსპერიმენტული ქვანტურ -ქიმიურიმეთოდებით.

სამეცნიერო ჯგუფთან ერთად გამოუშვი  სახელმძღვანელოები და სამეცნიერო სტატიები.  დღეისათვის განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს "სიცოცხლის ლითონების "და ორგანული ლიგანდების მონაწილეობით წარმოქმნილი კოორდინაციული ნაერთების კვლევა, რადგან ასეთი ნაერთების უმრავლესობას გააჩნია სამკურნალო, სადეზინფექციო, ბაქტერიციდული თვისებები. ჰიდრაზონები ორგანული ნაერთებია ,რომლებიც ფართოდ გამოიყენება სინთეზურ და ანალიზურ ქიმიაში.ჩანაცვლებულ ჰიდრაზონებში აღმოჩენილია ლეიკემიის, სარკომის და სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნების საწინააღმდეგო აქტივობა. სამეცნიერო ჯგუფთან ერთად ვაგრძელებ კოორდინაციული ნაერთების კვლევას. ასევე ვატარებ ლექციებსა პრაქტიკულ მეცადინეობებს საგანმანათლებო პროგრამებზე: ზოგადი და არაორგანული ქიმია, კოორდინაციული ნაერთების ქიმია, ელემენტების ქიმია, ანალიზური ქიმია.



სამეცნიერო ინტერესები
  • ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი, მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების და ბიოლოგიური აქტივობის კვლევა