1992 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრა, რის შედეგადაც მომენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

2001 წლიდან ვმუშაობ საქრთველოს ტექნიკურ უნივერისტეტში, თავდაპირველად უფროსი ინჟინრის, შემდგომ უფროსი მასწავლებლის, ასისტენტ პროფესორის, ხოლო 2013 წლიდან დღემდე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

2008 წელს მომენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;

ჩართული ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა სახის გადამზადების პროგრამებში: პროფესიული განათლების „სამრეწველო ავტომატიზაციის“ პროგრამის ფარგლებში გერმანული კომპანია Festo Ditactic-ის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ტრენინგ კურსების გავლით გავიარე გადამზადება, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში (ესლინგენში). ასევე გავლილი მაქვს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული სწავლებისა და სწავლის ცენტ­რი­სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა პრო­ფესიული განვი­თა­რე­ბის ცენტრის ტრენინგები;

ჩემი სამეციერო მიღწევებია: 2 მონოგრაფია, 16 სახელმძღვანელო, 15 სტატია, მონაწილეობა მიღებული მაქვს 11 საერთაშორისო კონფერენციაში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

ბაკალავრიატში მიმყავს შემდეგი კურსები: დაპროგრამება C++ენაზე 1, დაპროგრამება C++ენაზე 2. დაპროგრამების ალგორითმული ენა C#, დაპროგრამება Matlab გარემოში, მართვის ინჟინერიის საფუძვლები, წრფივი ტექნიკური სისტემების მართვის საფუძვლები, იმიტაციური მოდელირების სისტემები, მართვის სისტემების ვიზუალური მოდელირება. საბაკალავრო პროექტი მართვის სისტემების მოდელირება.


მყავს მეუღლე და ორი შვილი .

 


სამეცნიერო ინტერესები
  • ობიექტზე ორინეტირებული პროგრამირების ენები
  • იმიტაციური მოდელირება
  • ავტომატური მართვის სისტემები