ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტზე. დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა ამავე ფაკულტეტზე ელექტრული მანქანებისა და აპარატების კათედრაზე. წლების განმავლობაში გავიარე პოზიციები ლაბორანტიდან ასოცირებულ პროფესორამდე. ვკითხულობ როგორც სალექციო, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს სხვადასხვა საგნებში. ბოლო წლებში სიამოვნებით ვმუშაობ პროფესიული განათლების სფეროშიც. ამ მიმართულებით გავიარე მილენიუმის პროგრამით დაფუძნებული ტრენინგები. ვარ ერთ-ერთი პროგრამის - "მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსის" ხელმძღვანელი.
სამეცნიერო ინტერესები: ელექტრომექანიკის საფუძვლები, ელექტრული მანქანები, თანამედროვე ელექტროენერგიის წყაროები.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები