მერაბ ვანიშვილი არის ეკონომიკის დო­ქტორი 1987 წლიდან, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი მაკრო- და მიკროეკონომიკის, აგრარული ეკონომიკის, ფინანსებისა და საბანკო საქმის საკითხებზე.

სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 1983 წელს და გაიარა გზა უფროსი მასწავლებლიდან პროფესორის თანამდებო­ბამ­დე. 1996-1997 წ.წ. იყო საქარ­თ­ვ­ელოს ფინანსთა სამინისტროს ფასების, ფინანსებისა და საკრედიტო პო­ლიტიკის სამმარ­თ­ველოს უფროსის მოადგილე. 2000-2002 წ.წ. მუშაობ­და „მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების სა­კო­ორ­დი­ნაციო ცე­ნ­­ტრში“ ადგილობრივ ფინანსისტ-კონსულტანტად. 2001 წელს გაიარა სტა­­ჟირება პოლონეთისა და საფრანგეთის სა­ხე­ლ­­მ­წი­ფო მოხელეთა გადამზადების პრესტიჟულ ცენტრებში.

ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნი­ვე­რ­­სი­ტე­ტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პრო­ფე­სორი, „ფაზისის“ მეცნიე­რე­ბა­თა აკა­დემიის ნამ­დვილი წევრი, აქტი­უ­რად მონაწილეობს საერთაშო­რი­სო თუ ადგი­ლობ­რივ კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და სემინარებში.

სამეცნიერო ინტერესები
  • ფინანსები, საბანკო საქმე და ამ სფეროებში არსებული ტექნოლოგიები
  • სოციალური ეკონომიკა, აგრარული ეკონომიკა, მაკრო- და მიკროეკონომიკა