ასოცირებული პროფესორი

ნინო გიორგიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი.

ქ. თბილისის მე-10 საშუალო სკოლის (სკოლის პარალელურად მიღებული მაქვს მუსიკალური განათლება ქ. თბილისის მე-4 სამუსიკო სკოლის შვიდწლედი) დამთავრების შემდეგ 1996 წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე. 2000 წელს დავამთავრე სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი (წარჩინებით) სათბობ-ენერგეტიკული დარგების მენეჯმენტის მიმართულებით. მომანიჭეს ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. 2002 წელს დავამთავრე სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა (წარჩინებით), მომანიჭეს ენერგეტიკის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. 2011 წელს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის, სათბობ-ენერგეტიკული დარგების მენეჯმენტის მიმართულების მენეჯმენტის დოქტორი გავხდი. 2002 წლიდან დავიწყე მუშაობა ენერგეტიკის ფაკულტეტზე,ენერგეტიკის ეკონომიკის და მენეჯმენტის #111 კათედრაზე ასისტენტად, უფროს მასწავლებლად. შემდგომ ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის ასისტ. პროფესორად, 2017 წლიდან დღემდე ასოც. პროფესორად. ვარ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა ღია სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებში. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები სასწავლო და კვლევითი საქმიანობის წარმართვას, სტუდენტთა ხელმძღვანელობას მაგისტრატურაში, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობასა და ჩართვაში, დამასრულებელი ნაშრომების შესრულებაში.

ჩემი სამეცნიერო კვლევები ძირითადად ეხება ენერგეტიკული დარგის მეტად აქტუალურ საკითხს, როგორიცაა ენერგეტიკული რესურსების წარმოება, განაწილება, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, გამოყენების შეფასება. ენერგეტიკული ბალანსის საშუალოვადიანი პროგნოზირება და დაგეგმვა.

დაოჯახებული. მეუღლე და ორი შვილი.


სამეცნიერო ინტერესები
  • ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შეფასება
  • ენერგო ბალანსების პროგნოზირება და ანალიზი
  • ენერგეტიკული რესურსების წარმოების, მოთხოვნის, ექსპორტ-იმპორტის და გამოყენების შეფასება