მე, იზოლდა აკაკის ასული ყურაშვილი, დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სამრეწველო საწარმოთა, ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ელექტრო მომარაგების სპეციალობით.

2012 წელს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე არსებული სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მომენიჭა აკადემიური დოქტორის წოდება ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის მიმართულებით. საკვლევი თემა: გარდამსახი სისტემების დამუშავება წევის ქვესადგურებში ელექტრომაარაგების გაზრდის მიზნით.

1978 წლიდან ვმუშაობ კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე ლაბორატორიის გამგედ. 2013 წლიდან ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტში - ასისრტენტ პროფესორად. ვარ 4 სახელმძღვანელოს და 20 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი.

ვეწევი სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ტელეკომუნიკაციის  მენეჯმენტის მიმართულებით. 

სამეცნიერო ინტერესები
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის კვლევა
  • სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მარკეტინგის ანალიზი