დავიბადე ბოლნისში 1958 წ. მამა ინჟინერ გეოლოგი, დედა დიასახლისი. მამის სამსახურიდან გამომდინარე 1-5 კლასის ჩათვლით ვსწავლობდი ქ. სოხუმში მე-19 საშუალო სკოლაში., მე-6 კლასიდან სწავლა გავაგრძელე ქ თბილისის 112 საშუალო სკოლაში. სკოლის დასრულების მერე დავიწყე მუშაობა კავკასიის მინერლურ ნედლეულთა ინსტიტუტში, ლაბორანტის თანამდებობაზე. პარალელურად ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენელო ფაკულტეტის თბოაირმომარგება და ვენტტილაციის სპეციალობის საღამოს ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან დავიწყე სპეციალობით მუშაობა და გავიარე ყველა საფეხური დაწყებული ტექნიკოსიდან დამთავრებული ინჟინრით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე საწარმოო ნაგებობების ცენტრალურ სამეცნიერი კვლევით ინსტიტუტში, ქ. მოსკოვში. ასპირანტურის დამთავრების პერიოდს დაემთხვა 9 აპრილის ცნობილი მოვლენები. ამიტომაც, დისერტაცია რომელიც დაწერილი მქონდა რუსულად, ვთარგმნე ქათულად და გავიტანე დასაცავად საქართველოს ტექნიკურ უნივერიტეტში. დღემდე მეამაყება, რომ მე ვიყავი პირველი დისერტანტი, რომელმაც გახსნა ახლად შექმნილი სადისერტაციო საბჭო და ქართულ ენაზე დავიცავი დისეტრტაცია, ხოლო სამეცნიერო ხაარისხი მომანიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ. აქტიურად ვიყავი და ვარ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ვარ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. განხორციელებული მაქვს პოერტები საერთაშორისო დაფინანსებით. ვარ გაერთიანებული ერების ენერგოეფექტურობის ექსპერტთა ჯგუგის წევრი.
- საქართველოს ისტორიული საცხოვრებლების ენერგოეფექტურობის კვლევა
- ადგილობრივი სამშენებლო მასალების კვლევა