ასოცირებული პროფესორი
ალექსანდრე ახვლედიანი

    დავიბადე 1949 წელს. 1968 წელს დავამთავრე ქ.თბილისის N 9 საშუალო სკოლა. 1968-1972. წ.წ  - ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. წარჩინებით დავამთავრე "სამდინარო ნაგებობისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის" - სპეციალობა ინჟინერ- ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცით. 1977 წელს დავამთავრე ასპირანტურა. 1980 წელს ქ.ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. 1978 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში "ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის" ფაკულტეტზე სხვადასვხვა თანამდებობებზე. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის N 104 დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.


 

სამეცნიერო ინტერესები
  • სტოხასტურ ჰიდროლოგია
  • განახლებადი ენერგია
  • ქარის ჰიდროელექტროსადგურები და მათი ზეგავლენა გარემოზე
  • ტარიფის ანგარიში მზარდი ეკონომიკის პირობებში