მე, ვაჟა შილაკაძე, დავიბადე 1946 წლის 17 ნოემბერს, ქ.თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. დავამთავრე ქ.თბილისის 112-ე საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე 1964 წელს. ვსწავლობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1964 – 1969 წლებში და მივიღე ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია. იმავე წელს დავიწყე მუშაობა მანქანათმშენებლობის და ელექტროტექნიკის საპროექტო ტექნოლოგიურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უმცრ. მეცნ. მუშაკად. სწავლა გავაგრძელე ასპირანტურაში სპი-ს მექანიკა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე 1972 -1975 წლებში. საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი 1981 წელს. კონკურსის წესით 1983 წ. დავიკავე უფროსი მასწავლებლის თანამდებობა, ხოლო 1987 – 2006 წწ-ში ვმუშაობდი დოცენტად იმავე კათედრაზე. ასოც. პროფესორად ვმუშაობდი 2006 – 2017წწ მანქანათმშენებლობის დეპარტამენტში, ხოლო 2017 – 2021წწ მექანიკის ინჟინერიის საწარმოო ტექნოლოგიების დეპარტამენტში. 2021 წლიდან დღემდე ვაგრძელებ მუშაობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმავე დეპარტამენტში სრული პროფესორის თანამდებობაზე.
- • ნახევრადძვირფასი და ძვირფასი საიუველირო ქვების დამუშავების ტექნოლოგია.
- • ბროლისა და სამშენებლო მოსაპირკეთებელი ქვების ზედაპირების ფინიშური დამუშავება.
- • საკისრების სარბენი ბილიკების სუპერფინიშით დამუშავება.