ინგა აბულაძე
ინგა აბულაძემ 1989 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1997 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 2006-2009 წლებში დაკავებული ჰქონდა ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა, ხოლო 2009 წლიდან დღემდე დაკავებული აქვს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 2011-2018 წლებში იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი, ხოლო 2019 წლიდან არჩეულ იქნა წევრ-კორესპონდენტად. 2021 წლიდან არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის IGI Global ექსპერტი. არის სახელმძღვანელოს რეცენზენტი, სადისერტაციო საბჭოს წევრი და ოფიციალური რეცენზენტი.
ამჟამად იგი უძღვება შემდეგ სასწავლო კურსებს: დაპროგრამების საფუძვლები (C++ ენა), მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები, ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება: C++.NET, C#.NET, Python და VB.
იგი არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 1 მონოგრაფიის და 13 სახელმძღვანელოს.
მუშაობის პეროდში იგი გამოირჩევა, როგორც მაღალკვალიფიციური, პრინციპული, დისციპლინებული, თავაზიანი, მაღალი ღირებულებების მქონე პროფესორი. პატივს სცემს იმ გუნდს, რომელთანაც ის მუშაობს. მას გააჩნია საუკეთესო დამოკიდებულება სტუდენტ-ახალგაზრდობასთან.
სამეცნიერო ინტერესები
- პროგრამული ტექნოლოგიები
- რთული სისტემების მოდელირება პეტრის ქსელით
- რთული სისტემების იმიტაციური მოდელირება GPSS WORLD-ის გამოყენებით
- ბიზნეს-პროცესების მოდელირება
- სატრანსპორტო ნაკადების მონიტორინგი
- ღრუბლოვანი და განაწილებული გამოთვლები (Cloud and Distributed Computing)
- ნანოტექნოლოგიები
- ხელოვნური ინტელექტი და მანქანური დასწავლა
- ჩემი სამეცნიერო კვლევების ინტერესის სფეროს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის განვითარება, შესამაბისად მანქანური დამუშავების ალგორითმების შესწავლა და ანალიზი.
CV
გამოქვეყნებული ნაშრომები