ზურაბ გასიტაშვილი
ზურაბ გასიტაშვილი

პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი,საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი, არაერთი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, მრავალი გრანტის მონაწილე, 11 მონოგრაფიის ავტორი.


მის კვლევების სფეროს განეკუთვნება: კომპიუტერული მეცნიერაბა, კომპიუტერული ინჟინერია, სისტემური ანალიზის მათემატიკური თეორია.

 

        ჩემი კვლევითი ჯგუფი მოღვაწეობს კომპიუტერული სისტემების, კომპიუტერული ქსელების, კლასტერული სისტემებისა და გრიდ სისტემების დაგეგმარების სისტემურ ანალიზში. ანალიტიკური და იმიტაციური მოდელირების ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება კვლევა დაგეგმარების ალტერნატიული სცენარების შეფასებასა და შედეგების ანალიზში. ჩვენს შემოქმედებით აქტივობაში სისტემური ანალიზი ეფუძვნება მოდელირების ისეთ ცნობილ ტექნოლოგიებს როგორებიცაა: მასობრივი მომსახურების თეორია, მარკოვის ჯაჭვი, არამკაფიო ლოგიკა, ნეირონული ქსელები, შემეცნებითი (კოგნიტიური) მოდელირება „GPSS WORLD“, პეტრის ქსელები და მოდელირების სისტემა „OMNEST“-ი და სხვა.

        ამავე დროს ჩვენს შემოქმედების სფეროს წარმოადგენს დიდი ორგანიზაციული სისტემების კვლევის თეორია. მნიშვნელოვანი შედეგები გაგვაჩნია საგანგებო სიტუაციების, ენეგეტიკის მდგრადი განვითარების, კონფლიქტური სიტუაციების, რეგიონების მდგრადი განვითარების და მუნიციპალური სისტემების ორგანიზაციულ მართვის კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძვლებში.

სამეცნიერო ინტერესები
  • კომპიტერული ქსელები
  • კლასტერული სისტემები
  • გრიდ სისტემები
  • ანალიტიკური და იმიტაციური მოდელირება
  • დიდი ორგანიზაციული სისტემების კვლევა