ასოცირებული პროფესორი-

ბიონანოსამედიცინო, კერამიკული და პოლიმერული კომპოზიტების ტექნოლოგია, ინსპექცია, კონტროლი მიმართულება.

ვმუშაობ ახალი, ლითონკერამიკული კომპოზიციური მასალების მიღებაზე TiC-Ni; B4C- SiC- WC-BN და სხვ, სისტემებში.მიღებული მაქვს რამდენიმე საავტორო მოწმობა. მონაწილეობა მაქვს მიღებული როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სტატიები ქვეყნდება ადგილობრივ და საერთაშორისო იმპაქტ ფაქტორიან ჟურნალებში. ვკითხულობ ლექციებს როგორც ბაკალავრიატის ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. ჩემი ხელმძღვანელობით რამდენიმე სტუდენტმა მოამზადა და დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი. ვხელმძღვანელობდი ორ სადოქტორო დისერტაციის შესრულებას.ვმონაწილეობდი რამდენიმე სამეცნიერო გრანტის შესრულებაში.

ვიყავი კონსულტანტი ადგილობრივი გრანტით დაფინანსებული სტუდენტური პროექტის: ახალი კომპოზიციური მასალის მიღება ჯავშანტექნიკაში და საფრენი აპარატების ცხელ კვანძებში გამოსაყენებლად. მონაწილეობა მივიღე ახალი სასწავლო პროგრამის შედგენაში.